ამერიკის პოლიტიკური ინფილტრაციის დაბლოკვის ერთადერთი გზა მასთან მოლაპარაკებების აკრძალვაა. ეს იმას მიშნავს, რომ ირანი ამერიკის ზეწოლას არ დაემორჩილება, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. მისივე თქმით, ის, ვინც ფიქრობს, რომ მტერთან მოლაპარაკებების გამართვა პრობლემებს გადაჭრის, ცდება და დასძინა, რომ აშშ არ იცვლება და ათეულობით წელია, აგრესიას ახორციელებს.
ირანის უზენაესმა ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი მცდელობა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი, გულუბრყვილობის, ან აშშ-სთან თანამონაწილეობის შედეგია.
შეგახსენებთ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გასვლის შესახებ განაცხადა და ირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა დააწესა.