ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, რომელიც აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერმეონიალია ოთხშაბათს დილით ადრე გაიმართა.
შეგახსენებთ, დაკრძალვამდე 7 იანვარს სამგლოვიარო მსვლელობას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო, რა დროსაც მოხდა ჭყლეტა. ჭყლეტას მსვლელობის დროს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 210 კი დაშავდა. მომხდარის გამო გადაიდო დაკრძალვის ცერემონიალი.
დაკრძალვამდე სოლეიმანის ცხედარი ყველა შიიტურ წმინდა ქალაქში ჩაასვენეს - ასევე თეირანში ხოლო ბოლოს ქერმანში.