ირაკლი ზარქუა - ოპოზიციას ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები - Palitra News

ირაკლი ზარქუა - ოპოზიციას ველოდებით როდის ჩამოყალიბდებიან და როდის იქნებიან მზად, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები

2021-02-20 14:32:26+04:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციასთან ჯანსაღი და კონსტრუქციული მოლაპარაკება ჰქონდეს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ზარქუას თქმით, ეს საკითხი არ განიხილება. მისივე განცხადებით, ხალხი “დაიღალა ოპოზიციის დევნით”.