საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნატალია საბანაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მისი თქმით, ნატალია საბანაძე აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირში საქართველო გაწევრიანებული და წინ გადაგვედგა ნაბიჯი.
ირაკლის ზარქუას თქმით, ახალ ელჩთან ერთად გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
ცნობისათვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.