მჯერა და მაქვს მოლოდინი, რომ დედაქალაქს მერად სწორედ კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი დაამშვენებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
ირაკლი ზარქუას აზრით, გამოწვევები, რაც თბილისს ეკოლოგიის, გამწვანების და ინფრასტრუქტურის კუთხით ჰქონდა, კალაძემ თავის გუნდთან ერთად გადაჭრა. ზარქუას ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი არ იყო და ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.
დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პასუხისმგებლობით ემზადება.