პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არცერთი ყოფილა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას თავად ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.
ბოიკოტის ნიშნად, პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არცერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავიდა.