ირაკლი შოთაძე მისი უწყების მიერ სამი წლის განმავლობაში ნარკოდანაშაულის მიმართ გატარებული პოლიტიკის შესახებ პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. მთვარი პოკურორი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, რომელიც პრობაციონერების მონაწილეობით ჩატარდა. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული ღონისძიებით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული გახსნა. ასევე პროკურატურა სტუდენტებისთვის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შესახებ კონკურსსაც გამოაცხადებს.