სამართალდამცველებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის დავით სესიაშვილის სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. ეს სკანდალური განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ კოტე იოსელიანის თქმით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე , რომელიც თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე აღიძრა, დღემდე გაუხსნელია. პარტიაში აცხადებენ, რომ პროკურატურამ ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. მომხდარზე ნაციონალური მოძრაობა დაუყოვნებლივ განმარტებას მოითხოვს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის- ირაკლი სესიაშვილისგან და ასევე გენერალური პროკურორისგან მოითხოვს.