გაერთიანებული ოპოზიციის წარმოადგენლები ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას აფასებენ. გრიგოლ ვაშაძის თქმით დისკრიმინაციაა რელიგიური მიზნით, ყოვლად მიუღებელია და კანონპროექტი "უგუნური და ერთუჯრედიანი ხალხის" მომზადებულია. გიორგი ვაშაძე კი პროფესიული ჯარის არსებობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს 18 მარტს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.