პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭო, უბრალოდ სათათბირო ორგანოა და მეტი არაფერი. ირაკლი სესიაშვილის გამარტებით, უშიშროების საბჭო იღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას და ეს არის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებაზე მსჯელობენ.