"ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ", - ამის შესახებ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის განზრახვა ჰქონოდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მან მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე სხვა დეტალები არ იცის.