12:38
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ისა და "მაესტროს" მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს
06-09-2016
ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ისა და "მაესტროს" მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კახა კალაძემ იძულებული გახადა, გაესაჯაროებინა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული დოკუმენტი. განცხადება ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას თოქ შოუში გააკეთა. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ დოკუმენტის გასაჯაროებას მას შემდეგ აპირებდა, როდესაც უზენაეს სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ არსებული დავა დასრულდებოდა. ოქრუაშვილი ასევე აცხადებს, რომ "მაესტროსთან" მიმართებაში გარკვეული მოვლენების განვითარებას ელოდება, რის შემდეგაც ტელეკომპანიაზე სამართლებრივ დავას დაიწყებს. როგორც ის ამბობს, ტელეკომპანიაში 12.5% ფლობს. ცნობისთვის: "რუსთავი 2"-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც, ტელეკომპანიის განმარტებით , მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში "რუსთავი 2" არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს. საკითხს მოგივანებით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა.
AutoPlay
იტალიის პრემიერ-მინისტრი EURO 2020-ის ფინალის ლონდონის ნაცვლად რომში ჩატარების ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
აზერბაიჯანში 1-ელი ივლისიდან ქორწილების, ნიშნობებისა და დაბადების დღეების წვეულებების გამართვა დასაშვები ხდება
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
შსს-მ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ახალა ამ განცხადებას წაგიკითხავთ - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები