თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური პარტია "გამარჯვებული საქართველო" დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. "გამარჯვებული საქართველოს" წევრები მათ შორის გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია იქნებიან.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, მათი პოლიტიკური გეგმები ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას წარმოადგენს.