20 ივნისის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე, მისივე პარტიის, "გამარჯვებული საქართველოს" წევრებს დაკითხავენ. ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით დღევანდელი სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.