თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე: ირაკლი ბუთბაია და ვასილ თედიაშვილი დაიკითხა. ორივე მათგანი პოლიციელია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ 20 ივნისს პარლამენტთან ღამით მიმდინარე აქციაზე ოქრუაშვილი დაინახეს თუმცა მისგან რაიმე ტიპის მოწოდება არ გაუგიათ. თავის მხრივ როგორც საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა ამბობს, მტკიცებულებების დასტურდება, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ღამეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი კორდონის გარღვევას ცდილობდა.