20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებლები დაიკითხებიან. საკუთარ სასამართლო პროცესს კვლავ არ ესწრება ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი.
დღვენადელი სასამართლო პროცესი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.