თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარი მილიონის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. მიუხედავად ამისა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.
ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალში დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე, ვინაიდან მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არებობს.
თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.