ირაკლი ოქრუაშვილის გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
ჭაბაშვილი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კანონი არაფერ შუაში არ იყო არც მისი დაკავების დროს და არც განაჩენის გამოტანისას. ადვოკატი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენს შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.