"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა. მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, კობა კოშაძეს სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.