ირაკლი ოქრუაშვილი მისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული საქართველო“ პრეზენტაციაზე ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რობაქიძე ოქრუაშვილის მხრიდან პარტიის შექმნას აპროტესტებს. ამასთან, რობაქიძე მას კრიმინალად მოიხსენიებს. ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ რობაქიძეს შეუძლია თავისი პრეტენზიები სასამართლოში, პროკურატურასა და აღმასრულებელი ხელისუფლებაში დააფიქსიროს. ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, იცის სადაც უნდა იპოვოს.