ირაკლი ოქრუაშვილი დავით დვალის ბრალდებებს "რუსთავი 2"-ის წილების ძალადობრივად ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სიცრუეს იწოდებს. მისი თქმით, დავით დვალმა უნდა განმარტოს რაში აიღო მილიონ 200 ათასი ლარი, თუკი ადგილი ჰქონდა წილების წართმევას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში როგორ მოიზიდა ტელეკომპანიის წილების შესაძენად საკმარისი ფული.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ამისთვის თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კავშირებით ისარგებლა. ამასთან, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2003 წელს ვარდების რევოლუცია მან დააფინანსა.