ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ტელეკომპანია მისი საკუთრებაა. ოქრუაშვილი 2010 წელს ბერლინში გაფორმებულ დოკუმენტს ეყრდნობა, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მას ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. ტელეკომპანიის ახალმა გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით კი ეს დოკუმენტი ყალბია.