ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, გაიხსენა, თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა. მან ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.