ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით არის დაბარებული. იგი სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო.