რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის ბრალდებებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ის პროკურატურაში მისვლის აზრზს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, ამ საქმეზე უკვე გამოიკითხა და გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ოქრუაშვილის განცხადებით, მას დავით დვალისთვის უკვე გადახდილი აქვს მილიონ 200 ათასი ლარი და თუკი თვლის, რომ წილები წაართვეს, ეს ფული უკან უნდა დააბრუნოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დვალს მოუწოდებს განმარტოს, თუ წილები წაართვეს, ფული რატომ აიღო.