ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრების შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. მან აღნიშნა, რომ ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების კრახს დააჩქარებს.