2003 წლის მთელი კამპანია, "ვარდების რევოლუციის" ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, - ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ რევოლუცია სოროსმა ან ბძინა ივანიშვილმა დააფინანსა, მცდარია. როგორც ოქრყუაშვილი აცხადებს, მას 2003 წელს მთელი კამპანიის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდა.