ირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია, - ამის შესახებ მომღერლის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ირაკლი ნოზაძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. ბრალდებულის ჩვენებასთან და ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკების თემა ამ საქმეში არაფერ შუაშია და ეს ალბათ ჭორია. ნიკა სადრაძის თქმით, ირაკლი ნოზაძემ ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და ამის გამო მიიღო აგრესია.
შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭები" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.