მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ერთ-ერთი დაკავებულის, თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებს ამჟამად, ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი. ადვოკატის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რადგან პროცესში ახლახანს ჩაერთო. დაკავებული გოგონას მეზობლები კი, მომხდარს 50 ლარის ღირებულების ნარკოტიკს უკავშირებენ. ცნობისთვის, ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს.