ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ნაბაკევის სამხედო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აქვს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილმა, ანა კვარაცხელიამ განუცხადა. ახლობლების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანება თავის და ზურგის არეში აღენიშნება. სხეულზე გარკვეული სახის დაზიანებებზე საუბრობს სამედიცინო ექსპერტიც. ცენტრ "ეპაიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე სტრანგულაციური ღარი აქვს ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. მისივე თქმით, აღებულია ქსოვილოვანი მასალა, რომელიც კვლევისთვის ლაბორატიორიაშია გაგზავნილი.შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი დღის წინ გადმოასვენეს. ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას 17 მარტს დაკრძალავენ.