საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების" ინიციატივას განიხილავენ, რომელიც პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით მისი პირადი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია. მისი თქმით, პენსიონრების ყოფითი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს. ფინანსტა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურძე კი არ გამორიცხავს, რომ ბანკისგან უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება შეუძლებელი იყოს.
მისი თქმით მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის პოზიცია და იმის ახსნა, თუ რისგან შედგება აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი.