პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიცია ჩიხშია შესული და შეცდომას შეცდომაზე უშვებს,. მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესია, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს, რადგან არც ერთი საარჩევნო სისტემით, არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.
კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ღიად უპირისპირდებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელჩების თანდასწრებით და აღნიშნული ქმედება მათი პირადი და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა რომელზე პოლიტიკურად პასუხს აუცილებლად აგებენ.
კობახიძის თქმით, არავის შერჩევა ელჩების წინააღმდეგ წასვლა და ოპოზიციის ქმედებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.