საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისს, სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვია. დელეგაცია, რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ვიზიტის პირველ დღეს, კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება აუდიენცია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებსა“ და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან.