პარლამენტის თავმჯდომარე "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტული სუბიექტების გავლენის ქვეშ მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდნენ და სწორედ ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კითხვაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც პოლიტიკური გავლენის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, კობახიძე პასუხობს, რომ "საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა სტრაბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში".