"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით.
ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე, პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ მონიტორზე მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. კობახიძემ აპსპს წინაასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებიტაც ისაუბრა მის თქმით თუ ქართული ოცნების სამი კანდიდატიდან
კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს ის თავად პოლიტიკიდან წავა.