პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი.მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა.