NDI-დან და IRI-დან დამკვირვებლები არჩევნებზე არ ჩამოვლენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.
კობახიძის განმარტებით, ეს არის ზოგადი გადაწყვეტილება, რაც მათ დამკვირვებლებთან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში მიიღეს. კობახიძის განცხადებით, დამკვირვებლების ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ მიმართ კრიტიკას არ უკავშირდება.