„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას სურს ქვეყანაში არეულობა და ეკონომიკური კრიზისი, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ქულებს ხელისუფლება დაიწერს, ოპოზიციის ინტერესებში კი შედის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. როგორც კობახიძე აცხადებს, ახლა ოპოზიცია საბაბს ეძებს იმისთვის, რომ ქვეყანა პოლარიზაციის დღის წესრიგიდან არ გამოვიდეს.მისი შეფასებით, სწორედ ოპოზიციის ინტერესშია, რომ ხელისუფლებამ ქულები აღარ დაიწეროს და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ეს ტრერმინი არ მისადაგება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას სურს პოლიტიკაში დაბრუნდეს ივანიშვილი, თუმცა, რა მიზანი აქვს ამას, მისთვის გაუგებარია.