ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

2021-04-15 12:49:35+04:00

მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გამოავლენს კონსტრუქციული მიდგომას, თუმცა გარკვეული პრინციპების დაცვით.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მყარი პარტნიორი და მხარდამჭერია, ისევე, როგორც ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი.

როგორც კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შეფასებისას აღნიშნა, აშშ-ს მჭიდრო მხარდაჭერა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება.