საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას, როგორც „კარტოგრაფების საქმე“, რაც მიუთითებს, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა, თუმცა, ვინ და როგორ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები.