"ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, ყველა დათვლილი უბნის შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატები იგებენ. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, თბილისში ჯერ არც ერთი უბანი არ არის დათვლილი.