საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სამუშაო ფორმატში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სამ საკითხს ეხება. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია, 5 წლიდან 3 წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მისი თქმით, მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი. კობახიძე განმარტავს, რომ კანონით ფართოდ გაიწერა მტკიცების სტანდარტი. დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ინსპექტორთა საბჭოს დაევალა კანონის საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება.