საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს. როგორც კობახიძემ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი წინადადება არ დასმულა. მისი თქმით შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი იყო განხილული, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან თუმცა კონკრეტული ციფრეი არ დასახელებულა. კობახიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ ყოფილა მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.