პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ დაგეგმილია კონსულტაციები, რის შემდეგაც უმრავლესობის შეხვედრა ჩაინიშნება. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა , რომელიც წინა კვირას უნდა ჩტარებულიყო, გარკვეული მიზეზების გამო არაერთხელ გადაიდო.