რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.ამასთან, მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას.