საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე სახელწოდებით: "საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება" - მთავრობის მხრიდან, სამართალდამცველ ორგანოებზე განხორციელებულ განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზედამხედველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ სათანადოდ მოქმედებდეს ზედამხედველობის ყველა ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის პარლამენტის აპარატის.