როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად.
რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.