„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდ ინფიცირებულები. მისივე თქმით, საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე მოქალაქეებისთვის.