პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია დადგინდეს პირველი წყარო. პარლამენტის სპიკერის თქმით ის მუდმივ კონტაქტზე იქნება საგამოძიებო უწყებებთან რადგან ამ საქმის გამოძიება მმართველი ძალის ინტერესშია.