საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით მმართველი გუნდის სურვილია რაც შეიძლება მეტი ოპოზციური პარტია შევიდეს პარლამენტში თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტში ის არ გულისხმობს ოპოზციის რადიკალურ ფრტას ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს. მისი თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპიზიციური პარტია შეუერთდება პარლამენტს.
ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პლებისციტს ხელზე დახვეულ მანიპულაციად აფასებს და მოუწოდებს ოპოზიციას, „გამოვიდნენ საბოტაჟის და სპეკულაციის რეჟიმიდან“. მისივე თქმით ვიდრე ოპოზცია არ მოიტანს რაიმე მტკიცებულებას, რომ არჩევნები გაყალბდა მანამდე ისინი რიგგარეშე არჩევნებს ვერ ეღისრებიან, ხოლო ნებისმიერი ტიპის საბოტაჟს პასუხი კანონის ფარგლებში ექნება გაცემული.